სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა – შემთხვევა ზესტაფონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მატარებლის ერთი ვაგონი სრულად დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.