კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი ჩინეთის, სამხრეთ კორეასა და იტალიის გარდა გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიასა და ესპანეთის მიმართაც გაამკაცრა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის.
„მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან. ამ რეჟიმს ემატება: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა, ან ისიც გაივლის 14-დრიან საკარანტინო რეჟიმს“, – განაცხადა გახარიამ.