საქართველოს ბანკის ფილიალთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

მეგობრობის გამზირზე, საქართველოს ბანკის ფილიალთან საპატრულო  პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სიტყვიერი დაპირისპირება ბანკის დაცვის სამსახურის წარმომადგენელსა  და მოქალაქეებს შორის მოხდა. 

დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ფილიალთან დილიდან მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება  და ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ დადგენილ  დისტანციის წესებს არ იცავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ,სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

ამ წუთებში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ფილიალთან,მონიტორინგის მიზნით,  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.  

მოქალაქეებს რეკომენდაცია მიეცათ, ერთ რიგად, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვით დადგნენ.