საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული

 საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 70 დადასტურებული შემთხვევაა,  მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელდა.

​ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.