საქართველოში აშშ-ის საელჩო სწავლის გაგრძელებაში დახმარების მიზნით, „ფეისბუქ“ ლაივებს იწყებს

ახალი კორონავირუსის გამო ,სკოლებში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის პერიოდში, საქართველოში აშშ-ის საელჩო ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელებაში დახმარების მიზნით, „ფეისბუქ“ ლაივებს იწყებს.

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე არის აღნიშნული.

„სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

საელჩო აცხადებს, რომ ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ამასთან, პირველი მოთხრობა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს, დოქტორ სიუსის „ლორაქსი” იქნება.

აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ლაივები ხვალ, 13 მარტს 14:00 საათიდან დაიწყება.

საკოორცინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძებების ფარგლებში, საქართველოში სასწავლო პროცესი პირველ მარტამდე შეჩერდა.