საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდენცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანილი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 24-ს შეადგენს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, 24 შემთხვევიდან ორი ირანში, ერთი – ესპანეთში მოგზაურობას, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.