საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73 -მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ იმ  73 ადამიანიდან, რომელთაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდათ, 9 გამოჯანმრთელებულია.