საქართველოში ე.წ. ცხელების კლინიკები მზადდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ ცხელების კლინიკა მომზადდება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკების მომზადება ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს.

მინისტრის განმარტებით, სია ჯანდაცვის სამინისტროსა და კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

​პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ ცხელების კლინიკებს, სია იქნება გამოქვეყნებული ჯანდაცვის სამინისტროსა და COVID-19-ის ვებ გვერდზე.

დღესდღეობით მიმდინარეობს ქვემო ქართლში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინიკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი და სულ მალე ჩვენს მოსახლეობას ამ სიის სრული ჩამონათვალი ექნება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.