საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.
მისივე ცნობით, პაციენტებს განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებით ტესტზე კვლავ უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცენტრში Covid19-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული, საეჭვო სიმპტომებით კი -10 პირი,მათ ანალიზები უკვე აუღეს და პასუხებს ელოდებიან.