საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით 12 წლის ბავშვი დაინფიცირდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად გუშინ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის, ჯამში საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული.