საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.

გავრცელებული ინფორმაციით 25-ე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდგინდა, იტალიაში დაინფიცირებულთა მეორე ჯგუფიდანაა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდის stopcov.ge-ს მონაცემებით ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.