ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ პაციენტთან გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირება განმეორდა და პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.