საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო გუშინ დატოვა. 

 

მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინფექციური საავადმყოფო COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების იდენტიფიცირებას და მათი ისტორიის დაკონკრეტებას აღარ მოახდენს. 

მისივე ცნობით, დაინფიცირებული პაციენტების შესახებ დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთდება, მაგალითად ვისთან ჰქონდათ ინფიცირებულებს შეხება, რა ასაკის არის ის და რომელი სქესის წარმომადგენელია – ამ სახის ინფორმაცია აღარ გაიცემა.

“15 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, 14 მათგანზე მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთზე კი დადებითი. ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი გახლავთ. შემოსული ახალი პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ პერსონალიზაციაზე აღარ ვსაუბრობთ. აღარც სქესზე ვისაუბრებთ, არც ასაკზე და არც სხვა არაფერზე, თბილისი ძალიან პატარა ქალაქია. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულს, დამოუკიდებლად შემოვიდა ჩვენთან. ეს არის მესამეული გადაცემა,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ