საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ქვეყნაში ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა.

ვებ-გვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 81 პაციენტი.