საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
როგორც ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.