საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.