საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონოსავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ  ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო.

ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად,​ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 66 მათ შორის გამოჯანმრთელებული – ცხრა, კარანტინის რეჟიმში – 3320 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

 შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კლინიკიდან გაწერილი პაციენტები, რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში იქნებიან.