საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა..

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული. 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.