საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. მათგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

როგორც საიტზეა აღნიშნული, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.