საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4 641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239 პაციენტი რჩება.