საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. აქედან 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.