საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტრუდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და სამშობლოში კვირას დაბრუნდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.

„გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურის გამო, მან თავად მიმართა ინფექციურ სავადმყოფოს, გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია “, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა  26 თებერვალს დაფიქსირდა.