საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი.
შეგახსენებთ, რომ 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.









