საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდზეა stopcov.ge განთავსებული.
მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა. იმავე დღეს კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს კი კორონავირუსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდგინეს.









