საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.  ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა  განთავსებული.

მონაცემები საიტზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 141 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 69.