2.8 C
რუსთავი
მთავარი საზოგადოება ინფექციურ საავადმყოფოში პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან

ინფექციურ საავადმყოფოში პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან

„გარდატეხა თუ არ მოხდა თვითონ ვირუსის ბუნებაში, ბევრი ელოდება, რომ დათბობასთან დაკავშირებით ეპიდემია გახდება მილევადი, როგორც გრიპის შემთხვვევაში. ბუნებრივი ციკლების თვალსაზრისით, თუ ეს უმოკლეს დროში არ მოხდა და ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ველოდებით მატებას, რადგან ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება რაოდენობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან.

„ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ