საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის ინფიცირებული სულ 23 ადამიანია.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 46 პირი იმყოფება.
UPDATE: ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი ინფიცირებულებულთაგან 5 პაციენტს კორონავირუსზე ტესტირება ერთი კვირის წინაც ჩაუტარდათ, თუმცა მაშინ პასუხი ნეგატიური იყო.
„5 ადამიანი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელი ჩვენთან წევს უკვე მეშვიდე თუ მერვე დღეა და რომელიც მაშინ დადასტურდა, 7 დღის წინ. ესენი მაშინ იყვნენ გამოკვლეულები და მაშინ არ დადასტურებულა. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ახლა დაუდასტურდათ. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს ორი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. ერთი ჯგუფია ის ახალგაზრდა ქალი რომელიც ჩვენთან წევს და ის 5 ადამიანი, და კიდევ ის 6 კაცი, ვინც პაციენტ #4-თან იმყოფებოდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.