საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაზარდა. ამის შესხებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი იმყოფება, ხოლო  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პირი.

შეგახსენებთ კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.