ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა ხვალ მოხდება.
მინისტრის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა ოთხშაბათიდან იქნება.
„ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად მოახერხონ კორონავირუსის აღმოჩენა.
ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე, გადანაწილებულია, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა “, – განაცხადა ტიკარაძემ.