საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი იმოქმედებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი 21:00-დან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე.

ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.