პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება.
პრემიერის განცხადებით, საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი 21:00-დან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.
„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე.
ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.