სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 16 მარტამდე გაგრძელდება.
გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მთავრობამ 29 თებერვალს მიიღო.
პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.