სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. 

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცია,  მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

. სომხეთის პრემიერის თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, რაც შეეხება მეუღლეს, მას  კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.