სოფელ ვაკიჯვართან გაჩენილ ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან გაჩენილ ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს-ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

“პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. დილიდან, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში.” -ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში