გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო.
ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.