სოციალურ ქსელში ახალგაზრდამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქუთაისის, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ ყვება ინფორმაციას.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები და სრულწლოვნები, ხშირად იკრიბებიან და მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მარიხუანის უკანონო შენახვა-გადაზიდვას ან/და გასაღებას გულისხმობს.