ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდება

 აკრძალვაში ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება არ კრძალავს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისების ფუნქციონირებას.

მისივე თქმით, შესაბამისი ტესტირების ცენტრები მოემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

„რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში,“ – განაცხადა მინისტრმა.