გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.