უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.