უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს.

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძე დაასახელა. ქადაგიძეს ნდომა საბჭოს 12-მა წევრმა გამოუცხადა და მისი კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.