დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, რეკომენდაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლის დაწყების თარიღი გადადეს.
უმაღლესი სასწავლებლების განცხადებით, მიმდინარე პერიოდში უნივერსიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფო უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით, სწავლის თარიღი 2 კვირით გადიდო და ახალი სასწავლო სემესტრი 16 მარტს დაიწყება.
რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს,მათმა ნაწილმა სასწავლო პერიოდის დაწყების თარიღი 1 კვირით გადასწია და სწავლას 9 მარტს განაახლებენ.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებმა ოფიციალური ინფორმაცია სწავლის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელეს.