რუსთავის შემოსასვლელში შეზღუდვების შესრულებას მონიტორინგს საპატრულო პოლიცია უწევს

 რუსთავის შემოსასვლელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
 
 სამართალდამცველები საგანგებო ვითარების ფარგლებში არსებული შეზღუდვების მონიტორინგს ახორციელებენ.
 
 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ქალაქის შემოსასვლელში ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შესრულებას აკონტროლებს. მოწმდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა და ხორციელდება მონიტორინგი.
 
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, გადაადგილება შეჩერებული აქვს კომპანია “ინტერტრანსის” ყველა მარშრუტზე მორავ მიკროავტობუსებს.ქალაქში შეზღუდულია კერძო მარშრუტების გადაადგილება.