ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში სავარაუდოდ, ე.წ “ცხელების ცენტრი” მოეწყობა

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში სავარაუდოდ,  ე.წ “ცხელების ცენტრი” მოეწყობა.  TV4-ის ინფორმაციით, ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულება იცლება. როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ TV4-ს განუცხადა, ამ წუთებში მძიმე პაციენტების გადაყვანა  კლინიკა “რუსთავში” ხდება. 

პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო მხოლოდ თვითდინებით შესულ პაციენტებს მიიღებს. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინსიტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრები ეწყობა,სადაც ის პაციენტები განთავსდებიან,რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.