ქალაქ გარდაბნის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,ქალაქ გარდაბანში, საკოლმეურნეო ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა.

სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ბაზრის შიდა და გარე პერიმეტრი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები. გარდა ამისა, დეზინფექცია ჩაუტარდა სადარბაზოებს.

გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება.