საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეიდან ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტებში დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავდნენ.
კორონავირუსის გამო, მარნეულში 21 მარტს დაგეგილი ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღარ ჩატარდება. მარნეულის მერიას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 18 975 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო.მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ტენდერის შემდეგი პროცედურა შეწყდება და შესაბამისი ოქმი აიტვირთება.
რაც შეეხება გარდაბანს, მუნიციპალიტეტს სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი 10 000 ლარის ოდენობის ტანხაზე ჰქონდა გამოცხადებული. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ტენდერი არ შედგა.
ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.










