საკითხები,რომლებიც უკავშირდება დისტრიბუციას, სურსათს, მედიკამენტებს, საწვავს, არ არის პრობლემა, ყველაფერი მიდის ჩვეულ რეჟიმში და მომარაგებები გვაქვს, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ბოლნისში მობილური ჯგუფები 15-დამ 21-მდე გაიზარდა.მხარის პირველი პირის ვარაუდობს,რომ დღის განმავლობაში , საერთო ჯამში ორივე მუნიციპალიტეტიდან შემოწმებული ადამიანების რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს.
„ის თემები, რაც უკავშირდება ტრანზიტულ მოძრაობას, დისტრიბუციას, სურსათს, მედიკამენტებს, საწვავს, არ არის პრობლემა, ყველაფერი მიდის ჩვეულ რეჟიმში და მომარაგებები გვაქვს. გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე მინდა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქალბატონთან, რომელსაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. ეს იყო ბოლნისის მობილური ჯგუფიდან გამოვლენილი და გადაყვანილი ჰოსპიტალში შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებ ერთობლივად, არის აუცილებელი და საჭირო საკითხი, ამიტომ ბოლნისში 15-დან 21-მდე გაიზარდა მობილური ჯგუფები. მარნეულში გამოთავისუფლდა ჯგუფები, რომლებმაც მოიცვეს გარკვეული ტერიტორიები და ემატებათ იმ კონცენტრაციებს, სადაც არის ასათვისებელი და შესამოწმებელი ხალხი. დღეს, საერთო ჯამში ალბათ ორივე მუნიციპალიტეტიდან გადავალთ 100 000 ადამიანის ზღვარს, სადაც იქნება შემოწმებული ხალხი. თუმცა ყველა მცდელობა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იქნება ფუჭი, თუ კიდევ უფრო მეტად არ იქნება ხალხი ადეკვატური. ამას ვამბობ, რადგან დადასტურდა შიდა გადაცემები და არ არის დადგენილი წყარო. ის, რომ ერთი კვირა სახლში ვარ და მომეწყინა, არ არის არგუმენტი. თუ არ დავემორჩილებით მითითებებს, მოგვიწევს კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა“, – განაცხდა შოთა რეხვიაშვილმა.









