ქმარმა 30 წლამდე ქალი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ხაშურში მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა ხაშურის ცენტრში გამვლელების თვალწინ მოხდა.
დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე დავამ გამოიწვია.
პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.