საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა, წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობა.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.