ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვა, საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი

 საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში,  მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადეს.                                                               

აღსანიშნავია, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა.

„მიღეუბლი იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამოდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტიელბა, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ ისინი საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ და შესაბამისი პროცედურების გათვალსიწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.