შარტავას გამზირზე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერი გამოცხადდა

 რუსთავის მერიამ შარტავას გამზირზე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შარტავას მონაკვეთზე და ფანცულაიას ქუჩის ტროტუარებზე ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 108 778 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 16 მარტიდან დაიწყება  და 19 მარტს დასრულდება.